вторник, 5 ноября 2019 г.

რეფლექსია ქართული და იტალიური ფოლკლორი


სოციალური პროექტის რეფლექსია
2019 წლის 27 სექტემბერს დავიწყე პროექტის განხორციელება“ ქართული და ევროპული ფოლკლორი“  VII კლასის მოსწავლეებთან ერთად. როდესაც გავიარეთ ქართული ფოლკლორი მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი გაეგოთ ევროპული ფოლკლორის შესახებაც გამოკითხვის შედეგად მოსწავლეებმა არჩევანი იტალიურ ფოლკლორზე შეაჩერეს.
პროეტის მიზანია:ხალხური სიმღერის ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია.
მოსწავლეების ჩართულობითა და მონაწილეობით პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ფოლკლორისა და ფოლკლორული შედევრების მიმართ.
დავგეგმეთ შეხვედრა ფოლკლორისტ და პედაგოგ ქალბატონ ნანა ჯოხაძესთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა მოსწავლეებმა მიიღეს თემასთან დაკავშირებული ამომწურავი პასუხები ასევე შეასრულეს ერთ ერთი ქართული ხალხური სიმღერა და მოისმინეს ხალხური სიმღერა  საკრავის თანხლებით ქალბატონი ნანას შესრულებით.შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
მოძიებული ინფორმაციის,  ფოკლორისტან შეხვედრისა და დისკუსიის შემდგომ გავაკეთეთ კედლის გაზეთი რითაც უფრო აქტუალური გახდა ჩვენი პროექტი.
ამ აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ურთიერთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კეთებითი სწავლების უნარჩვევები.
პროექტის შეფასებისას გამოვიყენე შუალედური შეფასება მაგრამ უკეთესი იქნებოდა გამომეყენებინა მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ შეფასების ბარათები გამერკვია პროექტის სუსტი და ძლიერი მხარეები რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სხვა დროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий