სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელ ტეზრის საჯარო სკოლა
მუსიკის მასწავლებელი : თეა აგიაშვილი
პირადი ნომერი: 57001001606
სოციალური პროექტის გეგმა
1)პროექტის სათაური:“ქართული და ევროპული ფოლკლორი“
2)პროექტის აქტუალობა: ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, ქართულ-ევროპული კულტურის გაცნობა, მათ შორის საერთო
ღირებულებების დანახვა, ახალგაზრდა თაობისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პრობლემა: გამოკითხვის შედეგად გირკვა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა
ნაკლებადაა დაინტერესებული ფოლკლორული მუსიკით, საერთოდ არ იცნობენ ევროპულ ფოლკლორს
დაბალია მათი ცოდნის დონე, რაც განაპირობებს მათ გულგრილ დამოკიდებულებას აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით.
4)მოსწავლეთა ასაკი:11-12
5)ვადები / ხანგრძლივობა: 11 დღე (27. 09
07. 10)
6)მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართული და იტალიური
ფოლკლორის შესახებ, მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამართავენ პრეზენტაციას, შექმნიან კედლის
გაზეთს . შეასრულებენ ფოლკლორული სიმღერის ნიმუშებს და დაგეგმავენ შეხვედრას, ქართული
ფოლკლორული მუსიკის პედაგოგთან- ქალბატონ ნანა
ჯოხაძესთან.
7)პროექტის აღწერა:
აქტივობა- I 27.09.2019. პროექტის დასაწყისში კითხვარის შედგენა და გამოკითხვის ჩატარება , რათა გავარკვიოთ რამდენად
კარგად იციან ქართული და ევროპულ ფოლკლორის შესახებ ახალგაზრდებმა.
აქტივობა -II
30.09.2019.
მოსწავლეები შეაჯამებენ გამოკითხვის შედეგებს და მოიძიებენ ინფორმაციას
ქართული და იტალიური ფოლკლორის შესახებ და გაიღრმავებენ ცოდნას, იმსჯელებენ და დისკუსიის
შედეგად გამოკვეთენ ქართულ და იტალიური ფოლკლორს შორის მსგავსება -განსხვავებებს
აქტივობა-III 01.10.2019.
03.10.2019.
პროექტის ფარგლებში
მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა სკოლაში, მოძიებულ ინფორმაციაზე და ფოტო მასალაზე დაყრდნობით
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და მიაწვდიან ინფორმაციას სკოლის საზოგადოებას
ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით,
აქტივობა-IVმოეწყობა
04.10.2019.
მოსწავლეები შეხვდებიან და მოისმენენ ლექციას, ქართული
ფოლკლორული მუსიკის პედაგოგთან: ქალბატონ ნანა ჯოხაძესთან.
აქტივობა -V
05.10.2019. 07.10.2019.
პროექტის ბოლოს მოსწავლეები
შექმნიან კედლის გაზეთს შეარჩევენ თემის სათაურს განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას
და ფოტომასალას, გაზეთი გამოიკვრება სკოლის სააქტო დარბაზში.
პროექტის შეფასების განმავითარებელი შეფასების
რუბრიკა:
მოსწავლეებზე დაკვირვების
ცხრილი:
დაკვირვების საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა
ჯგუფში
|
|
იყვნენ თუ არა მოტივირებულები
მოსწავლეები და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
აგრძელებენ თუ არა მოსწავლეები
მუშაობას გაკვეთილების შემდეგ.
|
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს
პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი
|
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა
|
ელემენტარული 1 ქულა
|
მისაღები 2 ქულა
|
ოსტატური 3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს
მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,
გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი,
აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში,
გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
დასკვნებში არის სიახლე
(ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის
მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий