пятница, 8 ноября 2019 г.

პროექტის რეფლექსია"მუსიკალური კონკურსი"



სოციალური პროექტის რეფლექსია
  
2019 წლის 23  ოქტომბერს  დავიწყე პროექტის განხორციელება“ მუსიკალური კონკურსი“ V, VI ,VII  კლასის მოსწავლეებთან ერთად. როდესაც გავარკვიეთ რომ მოსწავლეები კარგად ვერ ერკვევიან სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებში გადავწყვიტეთ სოციალური პროექტის გზით ამ პრობლემის  მოგვარება.
პროეტის მიზანია: სხვადასხვა მუსიკალური  ჟანრების აქტუალობა და მნიშვნელობა
მოსწავლეების ჩართულობითა და მონაწილეობით პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების და მიმდინარეობების  მიმართ,  უკეთ შეისწავლიან  განსხვავებული ჟანრის მუსიკას.
დავგეგმეთ და განვახორციელეთ  მუსიკალური კონკურსი სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს სამი სხვადასხვა ჟანრის მუსიკა.
ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია სამი ჟანრის „ხალხური“ „საბავშვო მუსიკა“  „კინომუსიკა“ და გავმართეთ დისკუსია კითვა- პასუხის რეჟიმში.
ამ აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ურთიერთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შეჯიბრებითობის  უნარჩვევები.
პროექტის შეფასებისას გამოვიყენე  მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ შეფასების ბარათები მაგრამ უკეთესი იქნებოდა მომეწვია მასწავლებლები რომლებიც ისხდებოდნენ კონკურსის ჟიურიში და  შეაფასებდნენ მოსწავლეებს რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий