სოციალური პროექტის
რეფლექსია
2019 წლის 17 ოქტომბერს
დავიწყე პროექტის განხორციელება“ დედამიწა
ავადაა“ VI კლასის მოსწავლეებთან ერთად. მას შემდეგ,რაც აღმოვაჩინე რომ მოსწავლეებმა
გამოთქვეს სურვილი საკუთარი სკოლის ეზოს ტერიტორიის დასუფთავებისა, გადავწყვიტე ხელშეწყობითა
და გვერდში დგომით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
ამ დიდ საქმეში . აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შევეცადე სოციალური პროექტის გზით.
პროეტის მიზანია: გარემოს დაცვა და გაფრთხილება ყველგან და ყოველთვის.
მოსწავლეების ჩართულობითა
და მონაწილეობით პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას გარემოს დაცვის
დღის არსებობის და მათში აქტიურად ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტზე მუშაობისას
შევქმენი პოზიტიური გარემო,შესაბამისად მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი ,თანამშრომლობითი,ურთიერთპატივისცემით
განმსჭვალული ურთიერთობა.
პროექტის მიზნები
და ამოცანები სრულად იქნა მიღწეული დაგეგმილი აქტივობებით და მოსწავლეთა ჩართულობით.აღნიშნული
პროექტის დაგეგმვა-განხორციელებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
ამ აქტივობებით მოსწავლეებს
განუვითარდათ თანამშრომლობითი ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობა.
დასუფთავების პროცესი საინტერესო და ხალისიანი გამოვიდა
Комментариев нет:
Отправить комментарий