вторник, 22 октября 2019 г.

საწრეო მუშაობა მე-7 კლასი


საწრეო მუშაობა
ტეზრის საჯარო სკოლა
პედაგოგი თეა აგიაშვილი
საგანი: მუსიკა.
წრის დასახელება:“ხალხური სიმღერები“
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელ ტეზრის საჯარო სკოლაში შეიქმნა,
მუსიკის  შესწავლის, კერძოდ ხალხური მუსიკის ისტორიის  უკეთ  შესწავლის მიზნით წრე “ ქართული ხალხური მუსიკა“

აღნიშნული წრე განკუთვნილია VII კლასის მოსწავლეებისათვის.
წრის მუშაობის მიზანია :
·        მოსწავლეები უკეთ დაეუფლონ და შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერები.
·        შეძლონ  გარჩევა და მსჯელობა სხვადასხვა კუთხის მუსიკასა და მათ შორის მსგავსება განსხვავებაზე.
წრის მეცადინეობები ჩატარდება I სემესტრის განმავლობაში ყოველ პარასკევს მე -7 გაკვეთილზე, 14:10 ხანგრძლივობა 45 წუთი.
წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.
მუს.VII.5. მოსწავლეს შეუძლია  მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
მუს.VII.6.მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VII.8.მოსწავლე აღიქვამს მუსიკას,როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
საწრეო მუშაობის გეგმა:
1-ლი სხდომა:04.10 .2019  წრის წევრების დაკომპლექტება, მიზნებისა და სამუშაო გრაფიკის გაცნობა,მინი ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური მუსიკა“
მე-2 სხდომა: 11.10.2019. ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა.
მე-3 სხდომა:18.10.2019. მარტივი და რთული სიმღერები.
მე-4 სხდომა: 25.10.2019.ერთი ხალხური სიმღერის ცოცხლად შესრულება.“იმა მთაზედა“
მე-5 სხდომა:01.11.2019. მარტივი და რთული კუთხეები.
მე-6 სხდომა:08.11.2019.ცნობილი ქართული ხალხური სიმგერის შემსრულებლები.
მე-7 სხდომა:.15.11.2019.განვლილი მასალის გამეორება.
მე-8 სხდომა:22.11.2019. შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება რომელიც დაფუძნებული იქნება განვლილ მასალაზე.
მოსწავლეთა სია:
1)კობერიძე ჯულიეტა
2)მჭედლიშვილი ლიზი
3)ნოზაძე ხატია
02.10.2019.
პედაგოგი:თეა აგიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий